დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ დაადასტურა ინფორმაცია კურახოვოს წყალსაცავზე კაშხლის დაზიანების შესახებ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი აცხადებს, რომ ეს რუსული დაბომბვის შედეგად მოხდა.
„ეს დარტყმა პოტენციურად საფრთხეს უქმნის მდინარე ვოლჩიას დასახლებების მცხოვრებლებს - დონეცკის და დნიპროს რეგიონებში. 16:00 საათისთვის დადგინდა, რომ ველიკონოვოსელკოვსკაიას დასახლებაში მდინარეში წყლის დონემ 1,2 მეტრით მოიმატა“, - წერს ის.
კაშხლის დაზიანებისა და მდინარე ვოლჩიაში წყლის აწევის შესახებ ცნობები ასევე დაადასტურა კურახოვოს საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან პადუნმა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ წყალი მიედინება სოფლებში, რომლებიც ტერნოვის დამბის გვერდითაა განლაგებული. დამბის დაზიანების ხარისხსა და სიმძიმეს ვერ ვადასტურებთ. დამბის დათვალიერებას ვერ ვახდენთ მუდმივი დაბომბვის გამო“, – განაცხადა მან.
უკრაინულ სოცილაირ ქსელებში წერენ, რომ კაშხალი რუსებმა გაანადგურეს, რათა დატბორილიყო გზები, რომლებიც ამარაგებს კურახოვოს გარნიზონს და უკრაინის ჯარებს წყალსაცავის ჩრდილოეთით.
რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ კაშხალი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის წინსვლის შენელების მიზნით ააფეთქეს.