აღმოსავლეთ კუბაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. Reuters-ი ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზიანდა შენობები და ინფრასტრუქტურა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბართოლომე მასოს მუნიციპალიტეტის მახლობლად, 14 კმ-ის სიღრმეში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
დაახლოებით ერთი საათით ადრე, აღნიშნული ტერიტორიის მახლობლად 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
"ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები, დავიწყეთ ზარალის შეფასება... პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიცოცხლის გადარჩენა", - წერს კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი X-ზე.
ადგილობრივებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ რაც კი ახსოვთ, ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა.