"ქართული ოცნების" წევრებს მივმართეთ შეხვედრისთვის, მაგრამ ამ დრომდე მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიკელსონმა "მთავარ არხთან" განაცხადა.
"როგორც იცით, ჩვენ აქ ვართ ევროპული პარლამენტის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ვემზადებით პრეზიდენტთან დაგეგმილი ხვალინდელი შეხვედრისთვის და ვნახოთ რა იქნება.
ქართველ ხალხთან ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ მხარი დაუჭირონ თავისუფლებას, მხარი დაუჭირონ საკუთარ უფლებას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვართ საქართველოში ახლა - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სწორი მიმართულებით სვლას.
მე რა ინფორმაციაც მაქვს ორივე მხარისგან - საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებიდან, ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
"ქართული ოცნების" წევრებს ჩვენ მივმართეთ შეხვედრისთვის, მაგრამ ამ დრომდე მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხვალ შევძლებთ მათთან შეხვედრას, მაგრამ ვნახოთ რა იქნება." - განაცხადა მარკო მიკელსონმა.
მარკო მიკელსონი თბილისშში დღეს ჩამოვიდა.
ევროკავშირის რვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ხვალ პრეზიდენტს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება.