საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს არ იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე, მიუხედავად მისი წინა განცხადებებისა. ამის შესახებ ბარომ Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტრამპი „ზედმეტად ბრძენია იმისთვის, რომ დათანხმდეს იმას, რაც იქნება ყველაზე დიდი ტერიტორიული ანექსია ბოლო 75 წლის განმავლობაში“.
„[ის] ძალიან ბრძენია იმისთვის, რომ დაივიწყოს, რომ უკრაინელების ზურგს უკან და ევროპელების თვს ზემოთ ვერანაირი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ვერ დადგება.
ეს გაამყარებს უძლიერესთა მმართველობას, რასაც ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“, - დასძინა ბარომ.