გასულ ღამეს უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მდებარე იარაღის საწყობზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოხდა სულ მცირე 8 აფეთქება. გარდა ამისა, საწყობის ტერიტორიაზე ორ ადგილას გაჩნდა ხანძარი.
მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების 1060-ე საწყობი ყოფილი სარაკეტო საარტილერიო განყოფილების 120-ე არსენალია. ზუსტად უცნობია თუ რა ტიპის იარაღი ინახება აღნიშნულ საწყობში.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათ შორის 14 ბრაიანსკის რეგიონში.