ესპანეთში, ვალენსიაში მრავალათასიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა რეგიონში ძლიერი წყალდიდობის შედეგების გამო მზარდი უკმაყოფილების ფონზე.
აქციის მონაწილეები მერიიდან ეროვნული მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ და ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელის კარლოს მეისონის გადადგომა მოითხოვეს. წერს AFP.
კრიტიკის მიზეზი რეგიონში შექმნილი ვითარება გახდა აღმოსავლეთ ესპანეთში ოქტომბრის წყალდიდობის დროს, რომელმაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 220 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვალენსიის დაზარალებული უბნების ზოგიერთი მაცხოვრებლის თქმით, შეტყობინებები მათ ტელეფონებზე მოვიდა მას შემდეგ, რაც ადიდებულმა წყალმა ქუჩები დატბორა და მანქანები წაიღო.
ასევე მოსახლეობამ მძაფრი უკმაყოფილება გამოთქვა ადგილობრივი ხელისუფლების დაგვიანებული რეაქციის გამო.
აქციის მონაწილეებმა ასევე გააკრიტიკეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.
სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ მავდროულად, მეისონმა და სანჩესმა ერთმანეთი ძლიერი წვიმების მასშტაბის შეუფასებლობაში, რამაც გამოიწვია წყალდიდობა აღმოსავლეთ ესპანეთში და სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციების ცუდ კოორდინაციაში დაადანაშაულეს, აღნიშნავს.
ზოგიერთი დემონსტრანტის თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხრიდან წყალდიდობის სერიოზული შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის ქმედების არარსებობას ხელი შეუწყო რეგიონულ და ფედერალურ ოფიციალურ პირებს შორის არსებულმა „პოლიტიკურმა ომმა“.
მედიის ცნობით, აქციაში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.