გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდგ 145 დრონი გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 62 უპილოტო საფრენი აპარატი, 67 დრონი დაიკარგა, 10 შეფრინდა მოლდოვის, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მტრის დრონები ჩამოაგდებულია ოდესისი, კიევის, ჟიტომირის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ბინიცის, ხმელნიცკის, ჩერნიჰივის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში.
ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის ოლქი და სხვა რეგიონები.
უკრაინული მედიის ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და კერძო საკუთრება, მსხვერპლი არ ყოფილა, დაშავებულებს დახმარება გაეწიათ.