დონალდ ტრამპმა ხმების უმრავლესობით ბოლო ეგრეთ წოდებული მერყევ შტატში არიზონაშიც გაიმარჯვა. იუწყება AP.
ამ გამარჯვებით, დონალდ ტრამპმა დამატებით 11 საარჩევნო ხმა მიიღო და საარჩევნო კოლეგიაში 312 საარჩევნო ხმა დააგროვა.
2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მცირედით მოიგო არიზონის შტატი. გავრცელებული ინფორმაციით, იმიგრაცია, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო არიზონაში, რომელსაც საზღვარი აქვს მექსიკასთან.