უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს ოდესაზე რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა. არიან დაშავებულები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები.
ინფორმაციას ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი და ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი ავრცელებენ.
ტრუხანოვმა დრონებით დარტყმას რუსეთის მხრიდან მორიგი ტერორისტული აქტი უწოდა.