უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სამეფო მოვალეობებს პირველად 9 ნოემბერს საღამოს დაუბრუნდა და ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ მთავარ სამეფო ღონისძიებაზე გამოჩნდა. იუწყება The Sun
ქეითი პრინც უილიანთან ერთად, ლონდონში სამხრეთ კენსინგტონში, სამეფო ალბერტ ჰოლში ხსოვნის ყოველწლიურ ფესტივალზე იმყოფებოდა.
წყვილმა სამხედროებთან, ოჯახებთან და სხვა სტუმრებთან ერთად პატივი მიაგო სამშობლოსთვის დაღუპულებს.
ვიდრე ქეითი სახლში თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, უილიამი შეძლებისდაგვარად მის გვერდით იყო. ის მხოლოდ გასულ კვირას გაემგზავრა პირველი საზღვარგარეთ, სამხრეთ აფრიკაში, მას შემდეგ, რაც ქეითის დიაგნოზი გახდა ცნობილი.
ქეითს დიაგნოზი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის მარტში გახდა. 22 მარტს კენსინგტონის სასახლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მიდლტონს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და განმარტა, რომ ის ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
პრინცესას თქმით, სიმსივნე ექიმებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მიდლტონმა 2024 წლის 16 იანვარს კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა.
ქეით მიდლტონმა 9 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.