მოსკოვის მერმა, სერგეი სობინიანმა Telegram-ზე დაწერა, რომ 10 ნოემბერს, დილით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამენსკის რაიონში, მოიგერიეს მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ორი დრონის თავდასხმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მან დაწერა, რომ კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს.
ამავდროულად, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია “ხალიჩის“ გეგმის {საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება} შესახებ, რომელიც მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის საფრთხის გამო შემოიღეს.
ამ დროისთვის, რამდენიმე რეისი, რომელიც მიფრინავს მოსკოვის მიმართულებით, მოსაცდელ ზონაშია, რამდენიმე კი გადაიდო.