BBC-ის უკრაინული სამსახურის თხოვნით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა აშშ-ის არჩეული პრეზიდემტის დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლის ბრაიან ლანზას განცხადებებზე კომენტარი გააკეთა.
„ეს ყველაფერი არის სიტყვები ერთი მიმართულებით. პრობლემა ის არის, რომ პუტინს სურს მეტი ომი, მეტი სიკვდილი და მეტი მიწის დაპყრობა და არა უკრაინას.
უკრაინა მშვიდობას 2022 წლიდან სთავაზობს - არსებობს სრულიად რეალური წინადადებები.
ეს რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მშვიდობაა საჭირო და რომ მშვიდობა საიმედო უნდა იყოს“, - განაცხადა ლიტვინმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა ბრაიან ლანზამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა წარმოადგინოს „მშვიდობის რეალისტური ხედვის“ თავისი ვერსია. „როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ ჩვენ შევწყვეტთ ამ საომარ მოქმედებებს, რომ მშვიდობა მხოლოდ მაშინ დადგება, როცა ყირიმი დაგვიბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის: ყირიმი აღარ არის“, - თქვა ლანზამ.