უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ ალექსინის ქიმიურ ქარხანაზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ, საწარმოში აფეთქებები მოხდა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
მანამდე, რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქალაქ ალექსინის დაბომბვის შედეგად, რამდენიმე კერძო სახლის ფანჯრები დაზიანდა, დარტყმის შედეგად სხვა დაზიანებები არ ყოფილა და არავინ დაშავებულა.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის წყაროების თანახმად, სულ მცირე 13 დრონით თავდასხმა განხორციელდა ქარხნის ტერიტორიაზე და დაზიანდა დენთის საწარმო.
ტელეგრამ-არხის, Baza-ს თანახმად, ქარხანას თავს დაესხა 10 დრონი, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, რვა ჩავარდა ქარხნის ტერიტორიაზე, მეორე კი ალექსინის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ამავდროულად, Baza წერდა, რომ დაზიანდა მხოლოდ რამდენიმე შენობის ფანჯრის მინები.