პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ, რამდენადაც მისთვის ცნობილია, დონალდ ტრამპს უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
The Wall Street Journal წერდა, რომ დაახლოებულმა საგარეო პოლიტიკის მრჩევლებმა წარმოადგინეს უკრაინაში ფრონტის ხაზის ეფექტიანად გაყინვის გეგმის სხვადასხვა ვერსია. გამოცემის ცნობით, მრჩევლებმა ტრამპს შესთავაზეს უკრაინაში ომის გაყინვა, ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, სულ მცირე, 20 წლით შეჩერება და უკრაინის ფინანსური დახმარება.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, დისკუსია ჯერ კიდევ გრძელდემა.
„რამდენადაც მე ვიცი, პრეზიდენტ ტრამპს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება, არ უცნობებია არც ერთი გადაწყვეტილების შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით. გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ ასეთ ინფორმაცია, ფრთხილად იყავით იმ ინფორმაციის გამოყენებისას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა, მისი წრიდან, ვინაობის გარეშე შემოგვთავაზა ესა თუ ის გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, დისკუსია ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა კოსნიაკ-კამიშმა პრესკონფერენციაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრამპი ფიცს 2025 წლის 20 იანვრამდე არ დადებს და ახალი ადმინისტრაციისთვის მზადება, სავარაუდოდ, მანამდე გაგრძელდება.
„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ველოდებით, მაგრამ დღეს ყველას ვთხოვ, გამოიჩინონ თავშეკავება. მოდთ, ყურადღება გავამახვილოთ დეკლარაციებზე, წინადადებებზე, რაც მაგიდაზეა და არა სპეკულაციებზე.
განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც არის უკრაინის ომი“, - განაცხადა მან.