აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ჯერ არ უსაუბრია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, თუმცა უკვე ელაპარაკა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის.
”ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრებთ”, - თქვა მან პუტინთან კომუნიკაციის შესახებ. ამასთან, მას ზელენსკისთან საუბრის დეტალები არ გაუმჟღავნებია.
მან თქვა, რომ ოთხშაბათს დილიდან ელაპარაკა "სავარაუდოდ მსოფლიოს 70ლიდერს", მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მასთან საუბარს ტრამპმა "ძალიან კარგი საუბარი" უწოდა.
ინტერვიუში ტრამპმა ასევე ახსენა თავისი სატელეფონო ზარები პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან.
”ძალიან კარგი სატელეფონო ზარები მქონდა, ძალიან პატივისცემით ორივე მიმართულებით,” - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ჰარისმა ისაუბრა ხელისუფლების გადაცემაზე და თქვა, რომ მას სურს, რომ რაც შეიძლება ეს შეუფერხებლად წარიმართოს. "რასაც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები", - დასძინა ტრამპმა.
მისი თქმით, ბაიდენთან საუბარში ისინი შეთანხმდნენ, რომ "ძალიან მალე" ერთად ისადილებენ.
რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, მაგ გუშინ, 7 ნოემბერს ტრამპის არჩევნებში გამარჯვებაზე პირველი კომენტარი გააკეთა და მიულოცა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მას შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ სახელმწიფოს მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა“, - განაცხადა პუტინმა „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე.
პუტინმა ასევე ახსენა ტრამპის განცხადებები იმის შესახებ, რომ მზად არის „უკრაინის კრიზისის დასრულებაში წვლილი შეიტანოს“.
„თუ რას გააკეთებს ის, მას უნდა კითხოთ. მაგრამ ის, რაც აქამდე საჯაროდ ითქვა, რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილში, უკრაინის კრიზისის დასრულებაში, ჩემი აზრით, ყურადღებას იმსახურებს“.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ აპირებს ტრამპთან დარეკვას, თუმცა ამას „სირცხვილად“ მიიჩნევს. "მე ამას არ გავაკეთებ", - დასძინა პუტინმა.