რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სიტყვები, რომ ის უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს, ცოტა გადაჭარბებულია.
”რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი გადაჭარბება, როდესაც მან თქვა, რომ ამას გააკეთებდა [ომს დაასრულებდა] ერთ ღამეში”, - თქვა კრემლის სპიკერმა.
მან დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს ტრამპი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
ამავდროულად, პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ახსოვს ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ აპირებს შესთავაზოს ნაბიჯები კრიზისის მოსაგვარებლად ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე.
„თუ ახალი ადმინისტრაცია ეძიებს მშვიდობას და არა კონფლიქტის გაგრძელებას, ის უკეთესი იქნება, ვიდრე წინა [ადმინისტრაციასთან შედარებით]“, - დასძინა პესკოვმა.