უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას მოუწოდა პარტნიორებს, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი.
"ჩვენ თავს ვიცავთ არა რუსული სიტყვებისგან, არამედ რუსული თავდასხმებისგან. ამიტომ გვჭირდება საკმარისი იარაღი და არა მხარდაჭერა მოლაპარაკებებში," - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „პუტინთან ჩახუტება არ უშველით“.
„ზოგიერთი თქვენგანი მას 20 წელია ეხუტება და ყველაფერი უარესდება, ის მხოლოდ ომებზე ფიქრობს და არ შეიცვლება. მხოლოდ ზეწოლას შეუძლია მისი ჩარჩოში მოქცევა“, - დასძინა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა გამოყენებული იქნას კონცეფცია „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ და არა ზეწოლა უკრაინაზე, წავიდეს დათმობაზე.
„ნება მიბოძეთ ხაზი გავუსვა - ეს ომი უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს.
უკრაინა მადლიერია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისთვის, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული იდეისთვის, რათა მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას ჩვენი ქვეყნისთვის.
მაგრამ სწორედ უკრაინამ, უნდა გადაწყვიტოს რა უნდა იყოს და რა არ უნდა იყოს დღის წესრიგში ამ ომის დასასრულებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.