უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მისივე თქმით, არაჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა ტრამპთან.
„არაჩვეულებრივი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მას დიდი უპირატესობით ისტორიული გამარჯვება მივულოცე, ეს შედეგი შესაძლებელი მისმა გასაოცარმა წინასაარჩევნო კამპანიამ გახადა.
„მე მისი ოჯახი და გუნდი დიდებულად შესრულებული სამუშაოსთვის შევაქე. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა. მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის ძლიერი და შეუვალი ლიდერობა“, – წერს ზელენსკი X-ზე.