ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობით, მონდომებით და სიხარულით. ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.კამალა ჰარისის სიტყვით გამოსვლას.
„ის იყო არაჩვეულებრივი პარტნიორი და საჯარო მოხელე, რომელიც სავსე იყო სამართლიანობით, გამბედაობით და ხასიათით. გადაუდებელი გარემოების გამო ის გამოვიდა და წარუძღვა ისტორიულ კამპანიას, რომელიც განასახიერებდა იმას, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც ხელმძღვანელობენ ძლიერი მორალური პრინციპებითა და ქვეყნისთვის მკაფიო ხედვით, რომელიც უფრო თავისუფალი, უფრო სამართლიანი და ახალი შესაძლებლობებით სავსეა ყველა ამერიკელისთვის“, – წერს ბაიდები სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტის თქმით, ჰარისის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი მიუღია.
„მისი ამბავი წარმოაჩენს ამერიკის ამბავს. და როგორც მან დღეს ნათლად განაცხადა, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ის გააგრძელებს ამ ამბის წერას. ის გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობით, მონდომებით და სიხარულით. ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.