დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ, თვალს, თუ მსოფლიოს რომელი ლიდერები დაუკავშირდებიან მას და როდის. იუწყება CNN
„ტრამპმა, რომელიც აფასებს ერთგულებას და მის ქება-დიდებას, პირადად იკითხა, რატომ არ დაუკავშირდნენ მას კონკრეტული ლიდერები“. უცნობია, რომელი ქვეყნის ლიდერებზეა საუბარი.
მედია აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში, როდესაც გამოიკვეთა, რომ ტრამპი აიოვას პრაიმერს მოიგებდა, ის თვალყურს ადევნებდა, თუ რომელი რესპუბლიკელი უჭერდა მას მხარს და როდის. ახლა ის იგივეს აკეთებს, როცა საქმე მსოფლიო ასპარეზს ეხება.
მსოფლიო ლიდერებმა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდან დონალდ ტრამპს უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. ტრამპის გამარჯვებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
ვიქტორ ორბანი კი ევროკავშირიდან პირველი იყო, რომელმაც ტრამპს გამარჯვება მიულოცა, ისე, რომ ოფიციალურ შედეგებს არ დალოდებია.