ფლორიდაში, დონალდ ტრამპის შტაბთან, რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდამჭერებმა მისი გამარჯვების აღნიშვნა დაიწყეს. სავარაუდოდ, ტრამპი მხარდამჭერებს მალე მიმარათვს. იუწყება AP
მანამდე Fox News-მა გამოაქვეყნა თავისი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ტრამპი 277 საარჩევნო ხმით იმარჯვებს. აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. გამარჯვებისთვის ერთ-ერთმა კანდიდატმა საარჩევნო კოლეგიის 538 წევრიდან დან სულ მცირე 270-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.