Fox News-ის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა მოიპოვა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა და უზრუნველყო გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს კი – 226 ხმა აქვს.
აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. გამარჯვებისთვის ერთ-ერთმა კანდიდატმა 538-დან სულ მცირე 270-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.