აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამ ღამით მხარდამჭერებს სიტყვით არ მიმართავს.
მისი გამოსვლა მოსალოდნელია მოგვიანებით. ამის შესახებ ჰარისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სედრიკ რიჩმონდმა განაცხადა.
”ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შტატები, რომლებსავ შედეგები არ აქვთ”, - თქვა რიჩმონდმა.
მისი განცხადება მოჰყვა ტრამპის გამარჯვების შესახებ ინფორმაციას ორ მერყევ შტატში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში. მედიის ცნობით, ამ ინფორმაციის გაჟრერების შემდეგ მოქალაქეების ნაწილმა კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბი და ასევე მხარდამჭერთა შეკრების ადგილი დატოვა.