აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიის შტატებში გაიმარჯვა, სამში ლიდერობს.
CNN-ის ინფორმაციით, პენსილვანიაში, სადაც დათვლილია ხმების 93%, დონალდ ტრამპს 51,1% აქვს, ხოლო ჰარისს – 47,8 პროცენტი.
ასევე, მიჩიგანში დათვლილია ხმების 61%, ტრამპს აქვს 52%, ხოლო ჰარისს – 46%. რაც შეეხება ვისკონსინს, დათვლილია ხმების 86%. ტრამპს აქვს 51,2%, ჰარისს – 47,2 პროცენტი.
საარჩევნო კოლეგიაში ახლა ტრამპს აქვს 246 ხმა, ხოლო ჰარისს – 187.
გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა. ამ რაოდენობის ხმების მოსაგროვებლად ტრამპს 3 მერყევი შტატიდან, სადაც ის ამჟამად ლიდერობს, 2-ში სჭირდება გამარჯვება.