ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. ამ დროის მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა დათვლილია.
BBC-ის ინფორმაციით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში ამ დროისთვის 211 ხმა აქვს, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისს 165.
CNN იუწყება, რომ კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 153 ხმა აქვს, ტრამპს კი 227.
ხმის მიცემის პროცესი ორ შტატში ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ხმები დასათვლელია რამდენიმე შტატში.
ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან ე.წ. შვიდ მერყევ შტატში, რომელიც სავარაუდოდ, არჩევნების ბედს გადაწყვეტს.
BBC-ის ცნობებით, შვიდი მერყევი შტატიდან ექვსში დონალდ ტრამპი ლიდერობს.
კანდიდატმა გამარჯვების მოსაპოვებლად საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმა უნდა მოიპოვოს.