ამერიკის შეერთებული შტატების 47 შტატისა და სამი ტერიტორიის გენერალური პროკურორი მოუწოდებს მოქალაქეებს, მშვიდობიანი რეაგირებ მოახდინონ კენჭისყრის ნებისმიერ შედეგეზე.
"ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ აქტს, რომელიც დაკავშირებულია შედეგებთან", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
"ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არის კანონის უზენაესობის საბოლოო დადასტურება, ტრადიცია, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. როგორც გენერალური პროკურორები, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და დემოკრატიული პრინციპები, რომლებსაც ვემსახურებით", - ხაზგასმულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერენ ტეხასის, ინდიანისა და მონტანის შტატის გენერალური პროკურორები.