აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ არჩევნები „სამართლიანად ჩატარდება“.
„თუ მე წავაგებ არჩევნებს, თუ ეს იქნება სამართლიანი არჩევნები, მე ვიქნები პირველი, ვინც ამას ვაღიარებ... ჯერჯერობით, მე ვფიქრობ, რომ სამართლიანია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ფლორიდაში ხმის მიცემის შემდეგ.
ტრამპმა გაიმეორა თავისი წინა კრიტიკა ელექტრონული ხმის მიცემის აპარატების მიმართ და თქვა, რომ ისინი ნაკლებად უსაფრთხოა, ვიდრე ქაღალდის ბიულეტენი და აჭიანურებენ შედეგების გამოცხადებას.
„მტელ ფულს მანქანებზე ხარჯავენ... ქაღალდის ბიულეტენები, ამომრჩევლის პირადობის მოწმობები, მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები და ერთდღიანი ხმის მიცემა რომ გამოეყენებინათ, სარამოს 10 საათისთვის ყველაფერი დამთავრდებოდა. ეს სიგიჟეა, ”- განუცხადა მან ჟურნალისტებს ვესტ პალმ ბიჩში.
მან დაამატა: "იცით, რომ ქაღალდი ახლა უფრო სრულყოფილია, ვიდრე კომპიუტერი? არაფერი შეიძლება დაემართოს მას. ვერაფერს გააკეთებთ მოსატყუებლად."