ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ ისინი ერთმანეთს არ ენდობიან.
„თქვენი მანდატი დასრულდება ამ წერილის მიღებიდან 48 საათში“, - მიმართავს ნეთანიუჰუ გალანტს მოკლე წერილში, რომელიც მისმა ოფისმა გამოაქვეყნა.
„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობდით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს ნდობა ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეირყა. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მიუღებელი გზით, და რაც უფრო უარესია, ეს ინფორმაცია მტერმაც შეიტყო — ჩვენმა მტრებმა ამით ისარგებლეს და დიდი სარგებელიც ნახეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, გალანტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი შეცვლის, ხოლო გიდეონ საარი ისრაელ კაცის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.