მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება საქართველოს სახელით, - ამის შესახებ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
ხუჭუას თქმით, მსგავსი საქმეებზე მსგავსი გადაწყვეტილებები არაერთხელ მიუღია და მიიჩნევს, რომ მისი რეზონანსულობა ახლა მედიაში აქტიურმა გაშუქებამ გამოიწვია.
„მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება საქართველოს სახელით, ჩემი სამოსამართლეო ფიცის, სინდისის, კანონის უზნაესობის, სამართლიანობის და იმ მტკიცებულებეზე დაწყრდნობით, რომელიც მხარეებთან ერთად სასამართლო სხდომის დარბაზში გამოვიკვლიე და შევაფასე.
ერთადერთი საკითხი, რომელიც იდგა ჩემს წინ, ეს იყო საქმის სწორად გადაწყვეტის ამოცანა. 2000 წლიდან ვარ სასმართლო დარბაზებში როგორც მხარე, როგორც მოსამართლე და ჩემთვის არ იყო რთული იმ მექანიზმების მოფიქრება და შემუშავება, რომ არ დამეშვა რაიმე შეცდომა და მიმეღო ობიექტური გადაწყვეტილება. ეს საქმე, თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდია, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის რეზონანსულობა მედიაში გაშუქებამ გამოიწვია. მინდა, გითხრათ, რომ წინა შემთხვევებშიც, არანაკლებ მნიშვნელოვან საარჩევნო დავებზე მაქვს გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ხუჭუამ.
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა.