პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა და გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე ინტერვიუში ისაუბრა გადაწყვეტილების შინაარსზე.
შარმანაშვილის განმარტებით, ელისაშვილმა 20 საათსა და 58 წუთზე და 21 საათსა და 11 წუთზე ორ ტელეკომპანიას მისცა ინტერვიუ, რა დროსაც თქვა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეაქო მოსამართლე ასეთი გადაწყვეტილებისთვის.
„22 საათსა და 8 წუთზე დაიწყო მოსამართლემ ამის გამოცხადება, ანუ ერთი საათის შემდეგ. თუ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი არ იყო, პოლიტიკოსებმა საიდან იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ? აქ ხომ აშკარად დარღვეულია სასამართლოს თათბირის საიდუმლოება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.