ისრაელის პოლიციამ დააკავა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი უფროსი თანაშემწე, რომელიც ეჭვმიტანილია უცხოური მედიისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში. იუწყება CNN
საქმესთან დაკავშირებით ასევე დაკავებულია დაზვერვის ოთხი თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს შინაპატიმრობა შეეფარდა.
CNN-ის ცნობით, საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ელიზერ ფელდშტეინია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურში.
2022 წლის დეკემბერში ფელდშტეინი გახდა ნეთანიაჰუს თანაშემწე.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილებმა საიდუმლო ინფორმაცია გადასცეს ბრიტანულ გამოცემა The Jewish Chronicle-ს და გერმანულ გაზეთ Bild-ს.
სექტემბერში ორივე გამოცემამ, ისრაელის სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა მასალები დაჯგუფება „ჰამასის“ განზრახვის შესახებ, ფარულად გადაეყვანა ისრაელელი მძევლები ღაზადან ეგვიპტეში.
პუბლიკაციებში ასევე ნათქვამია, რომ პალესტინელებს სურთ ისრაელის საზოგადოების გახლეჩა და პრემიერ-მინისტრის და მისი თანამოაზრეების სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და მძევლების გათავისუფლების პროცესის ჩაშლაში დადანაშაულებით.