ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ერთ-ერთ ე.წ. მერყევ შტატში, სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ 5 ნოემბერი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს, „დაითხოვონ კამალა“. ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ისეთი დიდი უპირატესობით აირჩიონ, რომ გაყალბება შეუძლებელი იყოს.
„ამ არჩევნებში თქვენი ხმით შეგიძლიათ, ერთხელ და სამუდამოდ აჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა მათ არ ეკუთვნით, ეს ქვეყანა თქვენ გეკუთვნით. სწორედ თქვენნაირი მშრომელი პატრიოტები გადაარჩენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.