მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, პროევროპელი მაია სანდუ ლიდერობს.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დათვლილია საარჩევნო უბნების 95% პროცენტი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმათა 51.52% მიიღო სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა, პროევროპელმა მაია სანდუმ, ხოლო მოლდოვის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, პრორუსმა ალექსანდრ სტოიანგოლომ, ხოლო 48.47%.
მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით ცხრა საათზე დაიხურა. არჩევნებში მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რამაც 54% შეადგინა.
დღეს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს ჩატარდა, სანდუმ ხმების 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ 25.98% მიიღო.
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მასობრივი ჩარევა მიმდინარეობს.