უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანებები დაფიქსირდა კიევის სხვადასხვა რაიონში, ასევე პოლტავის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში.
„მადლობას ვუხდი ჩვენს ცის დამცველებს, რომლებიც „შაჰედებს“ ანადგურებენ, წელს, თითქმის ყოველ ღამე, ზოგჯერ დილითაც და დღისოთაც, არსებობს საფრთხე „შაჰედებისგან“.
მოიერიშე დრონები, რომლებიც რუსეთს გადასცა ირანმა და რომელიც გახდა რუსული ტერორის ერთ-ერთი მთავარი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. საჭიროა მეტი ზეწოლა რუსეთის შესაძლებლობებზე ჰქონდეს ასეთი იარაღი.
ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები, გავანადგუროთ როგორც "შაჰედების" შესანახი ბაზები, ასევე მათი წარმოების მთელი არსებული ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა.
ტერორისტებმა, სამწუხაროდ, იციან როგორ გამოიყენონ ის დრო, რომელსაც თავისუფალი სამყაროს გადაუწყვეტელობა ანიჭებს მათ“, - წერს ზელენსკი.
2 ნოემბრის დილის მდგომარეობით, კიევში რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონების თავდასხმის შედეგად, ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა დედაქალაქის ექვს რაიონში.