საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებას სახალხო დამცველის მანდატი არ ითვალისწინებს, ნინო ლომჯარიას ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში პასუხობს.
"სინამდვილეში სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება და ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა.
ეს უფლებამოსილება ერთადერთია რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში დანარჩენი ორგანულ კანონშია
საქართველოს მეხუთე სახალხო დამცველმა კონკრეტულ არჩევნებზე სპეციალური ანგარიშიც მოამზადა სხვათა შორის.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მისი რეალიზებაც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშაა" - წერს გიორგი ბურჯანაძე.
ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა: „ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“.