საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა 54 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. გიორგი ხარჩილაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერად 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.