ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ალიანსის განცალკევება.
ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ერთხელ უორტონის ბიზნესის სკოლის ერთ-ერთმა პროფესორმა სტუდენტებს უთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანება.
"რუსეთს, ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას და სხვებს მიეცათ საშუალება, გაერთიანებულიყვნენ. ეს წარმოუდგენელია. ჩვენ მივეცით მათ გაერთიანების უფლება ნავთობის გამო. ჩვენ გავაერთიანეთ ისინი. ბაიდენის პოლიტიკამ გააერთიანაა ისინი. სირცხვილია. მე მომიწევს მათი დაშორება. მე ვფიქრობ, რომ ამას გავუმკლავდები. ისინი ბუნებრივი მტრები არიან, რადგან რუსეთს აქვს უზარმაზარი მიწა და ეს ჩინეთს სჭირდება. ჩინეთს არ აქვს მიწა მოსახლეობისთვის. ისინი ბუნებრივი მტრები არიან და ჩვენ დავუშვით მათი ერთად ყოფნა. ეს ძალიან სახიფათოა”, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა მათ, ვინც მას მოსკოვზე მუშაობაში ადანაშაულებს, „ავადმყოფი“ უწოდა. ტრამპის თქმით, მის გარდა ვერავინ შეძლებს რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობას დაბლოკვას.
მან ასევე გამოაცხადა თავისი განზრახვა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი რობერტ კენედი უმცროსი გავლენიან თანამდებობებზე დანიშნოს.