დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) გენერალური მდივანი, სერგეი ლებედევი იმედოვნებს, რომ საქართველო დსთ-ში დაბრუნდება.
ლებედევის თქმით, დსთ-ის შემადგენლობიდან წასული ქვეყნების დაბრუნებას მხარს უჭერს და ასევე იმედი აქვს, რომ ქვეყნები, რომლებმაც მისი დატოვების კურსი აიღეს, მათ შორის უკრაინა და მოლდოვა, ორგანიზაციაში კვლავ დარჩებიან.
„დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თანამეგობრობაში დაბრუნების კარი ღიაა არა მხოლოდ ყოფილი წევრებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.
ამიტომ, ახლახან ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო თანამეგობრობის ფარგლებში ურთიერთქმედებას დაუბრუნდებიან. ამ იდეას ორივე ხელით ვუჭერ მხარს“,- აღნიშნა ლებედევმა.
მისი თქმით, დანარჩენ სახელმწიფოთა, მთავრობების მეთაურებს, ისევე როგორც ხალხებს, სურთ იყვნენ „კარგი მეზობლები მოლდოვასთან, უკრაინასთან და საქართველოსთან“.
ყველაფერი დამოკიდებულია ამ სახელმწიფოების წამყვანი ელიტის გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვიმედოვნებთ. ჩვენ უნდა გვჯეროდეს უკეთესობის“, - დასძინა სერგეი ლებედევმა.