თბილისიდან რიგის მიმართულებით ავიაკომპანია "ეარბალტიკის" რეისი ჩაიშალა, რის გამოც მგზავრებმა ღამე თბილისის აეროპორტში გაათენეს.
ლატვიის მიმართულებით თვითმფრინავი 07. 40 საათზე უნდა გაფრენილიყო, მაგრამ უცნობია, რა გახდა რეისის გადადების მიზეზი.
კომპანიის თბილისის წარმომადგენლობაში ფრენის გადადებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ დღეს რეისის შესრულება არ იგეგმებოდა.
აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში კი განმარტავენ, რომ "ეარბალტიკს" რეისი რიგის მიმართულებით ნამდვილად უნდა შეესრულებინა და ფრენა ჩაიშალა.