მტკიცებულებების მოგროვების პროცესი დასრულდა, ჩვენ გვაქვს სურათი რამდენიმე სქემის - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიებთან შეხვედრის შემდეგ, კოლიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ანა დოლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია დღეს საღამოს, 20:00 საათზე განუცხადებს საზოგადოებას რა მტკიცებულებებია მოპოვებული,
“დღეს ოპოზიცია განუცხადებს საზოგადოებას გეგმას უმოკლეს ვადაში, რა ქმედების განხორციელებას ფიქრობს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვიხარია, რომ ამ საკითხში ჩვენი თანამოაზრე საქართველოს პრეზიდენტია. რაც მთავარია, ამ წინააღმდეგობის გეგმის დამკვეთი პირველ რიგში ქართველი ხალხია, რომელის ნება მოტაცებულია"- თქვა ანა დოლიძემ.