აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა უნდა დაარტყან ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს, თუ ისინი შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ყოფნის შესახებ მონაცემებზე კომენტირებისას ბაიდენმა თქვა: „შეშფოთებული ვარ ამით“.
შეკითხვაზე, უნდა დაარტყას თუ არა უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის ძალებს, მან უპასუხა: „თუ ისინი გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ დიახ“.
მანამდე, პენტაგონმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეელმა სამხედროებმა, რომლებიც რუსეთში ჩავიდნენ, დაიწყეს სვლა კურსკის რეგიონისკენ და ზოგიერთი მათგანი უკვე იმყოფებოდა იქ.
აშშ-ის უახლესი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში წვრთნებისა და უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.
CNN-ის წყაროები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ნაწილი შესაძლოა უკვე იმყოფებოდეს უკრაინაში.