აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო მიტინგი გამართა პენსილვანიის შტატში, ალენთაუნში, ერთ-ერთ მთავარ საკვანძო შტატში, რომელიც გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.
ტრამპის თქმით, პირობას დებს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში ყველა ქვეყნიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფს დააწესებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე – 60%-იანს.
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში ევროკავშირს „დიდი საფასურის გადახდა“ მოუწევს.
„ევროკავშირი, ისე კარგად და სასიამოვნოდ ჟღერს, ხომ? ყველა ეს ლამაზი პატარა ევროპული ქვეყანა, რომელიც ერთად იკრიბება. ისინი არ ყიდულობენ ჩვენს მანქანებს. არ ყიდულობენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. მილიონობით მანქანას ყიდიან შეერთებულ შტატებში. არა, არა და არა, მათ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ”,- განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე.
"ახლა უფრო კარგად ცხოვრობთ, ვიდრე ოთხი წლის წინ? თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, ჩვენ სწრაფად ავაშენებთ უდიდეს ეკონომიკას მსოფლიოს ისტორიაში. ეს არის ზუსტად ის, რაც გვქონდა ჩემი ბოლო ვადის განმავლობაში. ჩვენ სწრაფად დავამარცხებთ ინფლაციას- მიმართა ტრამპმა მხარდამჭერებს გამოსვლისას და გაიმეორა დაპირებები, რომ შემცირდება ინფლაცია და შეაჩერდება მიგრანტების შეჭრა შეერთებულ შტატებში, თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდება.
"კამალამ [ჰარისი] შეგვარცხვინა. მომავალ სამშაბათს [არჩევნებზე], თქვენ უნდა ადგეთ და უთხრათ კამალას, რომ საკმარისია, რომ აღარ აპირებთ ამის მიღებას." - თქვა მან.