პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯე დუდა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ამბობს, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.
"ვფიქრობ, რომ აუცილებელია საერთაშორისო გამოძიება, საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები, რათა დადგინდეს საქართველოში არჩევნების გაყალბების მასშტაბი, რადგან აშკარაა, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი" – ამბობს დუდა.
მისივე თქმით, არ გამორიცხავს საქართველოში ჩამოსვლას, თუ ეს საჭირო გახდა.