რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
რუსული მედიის ჟურნალისტმა ლავროვს დაუსვა შეკითხვა, რუსეთი მზადა თუ არა დიალოგი გამართოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუ ისინი მოსკოვში ჩავლენ.
„თუ იქნება რაიმე დამატებითი წინადადებები კონტაქტების შესახებ ჩვენი ქართველი მეზობლების მხრიდან, რა თქმა უნდა განვიხილავთ. ჩვენ არასოდეს მოვრიდებივართ კონტაქტებს“, - განაცხადა ლავროვმა.