საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა არ ყოფილა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს, იცით, ეს უკვე სტანდარტული ხასიათისაა მრავალი ქვეყნისთვის: მაშინვე ადანაშაულებენ რუსეთს ჩარევაში.
არა, ეს არ არის სიმართლე. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ამ ბრალდებებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მან უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ აფასებს კრემლი ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შესახებ.