„ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის დელეგატს გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების არაღიარების შესახებ საზოგადოებაზე გავლენა არ ექნება. მან აღნიშნა, რომ ელექტრონული სისტემის გამოყენებამ არჩევნების შედეგების გაყალბება გამორიცხა.
„არჩევნების გაყალბების თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ჯერ ერთი, არ შეიძლება ეს სისტემა, რომელიც შეიქმნა, გაყალბებული იყოს. ვერ ყალბდება. ამაში ამერიკული და ჰოლანდიური კამპანიებია ჩართული. შეუძლებელია გაყალბება და ახლა სალომე ზურაბიშვილი გადაერთო რუსულ თემაზე და არაფერი არსებობს იმაზე მეტად რუსული, ვიდრე ქვეყნის 20%-ის ჩაბარება, ვიდრე ისევ ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება, რისკენაც სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა წაიყვანოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და 28ოქტომბერს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტეტსო აქცია დააანონსა.