დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება, ეს არჩევნები ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა: „საერთაშორისო დამკვირვებლების დღევანდელი შეფასება დაეხმარება თუ არა ხელისუფლების მიზანს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს?“
„მე ასე მგონია, ტესტი არის თავისთავად ჩაბარებული. რაც შეეხება ურთიერთობებს, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება უახლოეს მომავალში ურთიერთობების გადატვირთვა და ეს არჩევნები ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ამისთვის ჩვენ ვიყავით და ვართ აბსოლუტურად ღია. დანარჩენი არის კონსულტაციების, ინტერესების საქმე. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს წაადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, კონკრეტულად, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.