ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო არჩევნები ამ სტანდარტებს ბევრად ჩამოუვარდება, - ამის შესახებ X-ზე ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერს.
„ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესების გარეშე, საქართველო ევროპული გზიდან გადახვევის რისკის წინაშე დგას. ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ მოვლენებს და მტკიცედ დადგეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე“, - წერს კოლსი.