არჩევნების შედეგები საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლებს ესმით დამოუკიდებელი კურსისა და მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, თანამშრომლობის მნიშვნელობა, - ამის შესახებ განაცხადა დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა.
„დასკვნა [არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე] თავისთავად მეტყველებს, ლოგიკურია: ადამიანებს ესმით ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისია.
და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდილოეთ მეზობლებთან, უპირველეს რუსეთის ფედერაციასთან, აკმაყოფილებს ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განუცხადა ლებედევმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ისინი, ვინც საპირისპიროს ამტკიცებენ, ან შეგნებულად ამახინჯებენ რეალურ სურათს, ან შორს არიან რეალობისგან.
„ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და დსთ--ს სხვა ქვეყნებთან და რომ ახლა ეწინააღმდეგებიან იმ სანქციებს, რომლებსაც რუსეთი და ბელარუსი ექვემდებარება არ გვახარებს, რადგან ეს პასუხობს თავად ქართველი ხალხის ინტერესებს“, - თქვა დსთ-ის გენერალურმა მდივანმა.