ამ 12 წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო ოთხი წელი განსაკუთრებულად რთული იყო, ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია, ვერც ერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის გვერდით დგომა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს. მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორიც არის ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კობახიძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.
„ქართული ოცნება“ 56.1 %
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ 12.6 %
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 11.6 %
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 7.0 %
„გახარია საქართველოსთვის“ 4.8 %
„გირჩი“ 3.0 %
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2,2 %
სხვა 2.7 %
გარდა ამისა, ეგზიტპოლები ჩატარდა ტელეკომპანია "ფორმულისა" და "მთავარი არხის" დაკვეთით.
"ფორმულის" დაკვეთით კვლევა ჩაატარა Edison Research-მა:
ქართული ოცნება - 40,9%
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%
კოალიცია ცვლილებისთვის - 16,7%
ძლიერი საქართველო - 10,3%
გახარია საქართველოსთვის - 8,2%
გირჩი - 2,3%
პატრიოტთა ალიანსი - 2%
ლეიბორისტული პარტია - 2%
"მთავარი არხის" დაკვეთით კვლევა HarrisX-მა ჩაატარა:
ქართული ოცნება - 42%
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13%
კოალიცია ცვლილებისთვის - 18%
ძლიერი საქართველო - 9%
გახარია საქართველოსთვის - 8%